Wednesday, April 27, 2011

გამოჩენილი მათემატიკოსები

                                                         პროექტი

                                       გამოჩენილი მათემატიკოსები

. პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეებმა მოიძიონ ბიოგრაფიული ცნობები და ღვაწლი იმ მათემატიკოსების შესახებ, რომელთა შესახებ მცირე ინფორმაცია  მოცემულია სახელმძღვანელოში.
1.ევკლიდე (ძველი წელთაღრიცხვით IV-III საუკუნეები)ფარგლისა და სახაზავის საშუალებით აგების ამოცანები.
2,რენე დეკარტი(1596–1690) შემოგვთავაზა დადებითი და უარყოფითი რიცხვების გეომეტრიული წარმოდგენა; შემოიღო რიცხვითი წრფე.
3,გეორგ კანტორი(1845–1918)   სიმრავლეთა თეორიის ფუძემდებელი.
4,ფრანსუა ვიეტი(1540-1603)     ასოითი სიმბოლოების შემოტანისა და დამკვიდრების ინიციატორი.
5,გიორგი ნიკოლაძე(1888–1931)მათემატიკური ცნებების შესაბამისი ქართული ტერმინების შემოღებასა და დამკვიდრებაზე ზრუნავდა.
3. პროექტის სრული აღწერა: კლასი დაიყო ხუთ ჯგუფად. თითოეულმა წარმოადგინა  თითო გამოჩენილი  მათემატიკოსი. წარმოადგინეს მათი ბიოგრაფიები, ფოტომასალა,გამოაქვენეს კედლის გაზეთები.პროექტის მონაწილეებმა ინტერნეტით მოიძიე ცნობები, ფოტოეი.. გაეცვნენ  მათ მიერ აღმოჩენილ და დამტკიცებულ მათემატიკურ დებულებებს.

4. მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე  კლასის მოსწავლეები.
5. ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება და მოძიებულ ინფორმაციის გამოთქმის და არგუმენტაციის , სხვისი მოსმენის, დასკვნიგამოტანის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
დამოუკიდებლად მუშაობა. შეძენილი ცოდნის კონკრეტული კვლევის, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე; ისტ- გამოყენება ტექსტების შესადგენად, ინტერნეტში მასალის მოძიება-განთავსებითვის, პრეზენტაციის შესაქმნელად.

7. მოსალოდნელი შედეგები : მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემებს. გამოიმუშავებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის ხერხს, ცნობარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთ თანამშრომლობას. გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა  მათემატიკოსების ფოტო მასალით; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას. ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის ბლოგზე.შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლეები შეძლებენ მომზადებული მასალის წარმოდგენას  ვიზუალური მასალის დახმარებით, ესთეთიკურად და შემოქმედებითად წარმოგვიდგენენ კონკრეტულ საკითხებს. აკეთებენ ანალიზს. იცავენ რეგლამენტს.
 შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლეები შეთანხმებულად მუშაობენ და ამზადებენ პროექტის ტექსტს საპრეზენტაციოდ.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწალეები რომლებიც არ მონაწილეობენ პროექტში გაეცნობიან  მათემატიკოსებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები
გაიუმჯობესებენ უნარებს მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში  და ისტ-ში.